ჯადოსნურ დღესასწაულს ახალ წელს აღნიშნავენ თითქმის ყველაგან მსოფლიოში, მაგრამ განსხვავებულად. ყოველ ქვეყანაში არსებობს მისი შეხვედრის განსაკუთრებული, საკუთარი ტრადიციები და ადათ–წესები. მაგალითად, თუ ევროპაში ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ 1 იანვარს, ბირმაში ის დგება 1 აპრილს, ესკიმოსებთან პირველი თოვლის მოსვლისთანავე. მაგრამ უფრო გასაოცარია ის რომ ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ წელიწადში რვაჯერ.
გამოიცანით, რომელ ქვეყანაში არიგებენ საახალწლო საჩუქრებს საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი თოვლის ბაბუა და ფიფქია? ეს ხდება ავსტრალიაში :) რადგან 1 იანვარი აქ ემთხვევა წლის ყველაზე ცხელ დროს.
სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი რამ – ეს არის ლამაზი და მხირული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მომავლის იმედებს, სურვილებსა და ოცნებებს. ვინ როგორ ჩაუთქვამს სურვილს, ვინ როგორ აცილებს ძველ წელს და ეგებება მომავალს სწორედ ამას შეიტყობთ ჩვენი მონათხრობიდან.
საფრანგეთის რევოლუციის დროს ახალ წელს ფრანგები აღნიშნავდნენ 22 სექტემებერს– რესპუბლიკის დაარსების დღეს.
შობა და ახალი წელი საფრანგეთში – ეს არის კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური– მხიარულების და დროსტარების დედაბოძი. ბოსტნეული, ხილი, მწვანე სალათი, შებოლილი ორაგული, ხიზილალა და რა თქმა უნდა „ფუა–გრა“ (ცნობილი პაშტეტი მომზადებული ბატის ღვიძლისგან). ცხელი კერძის სახით საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი დედალი ინდაური და ხამანწკები– ფრანგების ნაციონალური სიამაყე. სადღესასწაულო დესერტს წარმოადგენს ცნობილი საშობაო ნამცხვარი „შეშა“(ტორტი ცუკატებითა და ქიშმიშით) და შოკოლადი. ყურძნის მტევანი მრავალ ქვეყნაში, მათ შორის ესპანეთსა და პორტუგალიაშიც მიჩნეულია ხვავის, ჯამრთელობისა და ოჯახური კერის სიმბოლოდ. ამიტომ ტრადიციის თანახმად საახალწლო ღამეს ესპანეთსა და პორტუგალიაში საათის ყოველ დარტყმასთან ერთად მიირთმევენ ყურძენს და ჩაუთქვავენ სურვილს: თორმეტი დარტყმა– თორმეტი სურვილი, წელიწადის ყოველი თვის გათვალისწინებით.
ასეთი მრავალსახოვანი, ხმაურიანი, მხიარული, სიმღერებისა თუ გულმხურვალე ლოცვის თანხლებით ახალი წლის დღესასწაული ყველასთვის იმედის მომტანია. „ნეტავ“ გაისმის ყველა ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ენაზე.წყარო:
ასეთი მრავალსახოვანი, ხმაურიანი, მხიარული, სიმღერებისა თუ გულმხურვალე ლოცვის თანხლებით ახალი წლის დღესასწაული ყველასთვის იმედის მომტანია. „ნეტავ“ გაისმის ყველა ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ენაზე.წყარო:


ძალიან კარგი ტრადიცია აქვთ♥♥
ReplyDelete